“დღეს ვინც ამ ხელისუფალს ებრძვის, ეს არის განათლებული საზოგადოება, გონიერი საზოგადოება და ამიტომ ხელისუფალი ყველანაირად ფიქრობს იმას, რომ საქართველოში არ გაიზარდოს განათლებული და მოაზროვნე თაობა. ჰეროდემ დახოცა ყრმები ისრაელის იმიტომ, რომ ეშინოდა, რომ მათ შორის მეფე იზრდებოდა და მას ტახტიდან ჩამოაგდებდა. ეს ხელისუფლება საქართველოს ბავშვებს უკლავს განათლების საშუალებას, უსპობს, უწამლავს გონებას იმისათვის, რომ ეშინიათ ამ განათლებულმა მომავალმა თაობამ ისინი არ ამხილოს და არ ჩაანაცვლოს. ამიტომ, შეშინებულები არიან, საფრთხეს ხედავენ წიგნიერ ხალხში და ყველანაირად უზღუდავენ განათლების მიღების საშუალებას. მე მინდა ვუთხრა მშობლებს, დაიცავით თქვენი შვილები ამ ბოროტი რეჟიმისგან, დაიცავით თქვენი შვილები კობახიძის სისხლიანი ხელებისგან, რომელიც წამლავს ბავშვების მომავალს და უკლავს ბავშვებს მომავალს”-ამბობს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია საკვირაო ქადაგებისას და კობახიძის დაანონსებულ განათლების რეფორმას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ განათლების სამინისტრო “აქტიურად მუშაობს”, რომ სკოლების ნაწილი 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე გადავიდეს. ასევე, მან თქვა: “…გამოწვევიდან გამომდინარე, გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”
















