არქიმანდრიტი ილია თოლორაია: სამხარაძე, თუ შენი ღმერთი ბიძინაა, ჩვენი ღმერთი ქრისტეა

არქიმანდრიტი ილია თოლორაია „ოცნების“ დეპუტატს, დიტო სამხარაძეს პასუხობს, რომელმაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილი შეურაცმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

არქიმანდრიტი ხაზს უსვამს იმას, რომ “დღეს ორად არის გაყოფილი საზოგადოება, თუ ვინმემ ხელისუფლება და ბიძინა გააკრიტიკა, ის უკვე ანტიქრისტიანია, თუ ვინმემ შეაქო, მაშინ კიდევ ეკლესიური ხარ.“

დიმიტრი სამხარაძის წერილი მამა დოროთეზე ყველამ ნახა, ამ ლექსიკაში როგორ უნდა ამოვიკითხოთ, რომ ეს ადამიანი ქრისტიანია. დღეს ორად არის გაყოფილი საზოგადოება, თუ ვინმემ ხელისუფლება და ბიძინა გააკრიტიკა, ის უკვე ანტიქრისტიანია, თუ ვინმემ შეაქო, მაშინ კიდევ ეკლესიური ხარ. მე ერთ რამეს ვეტყოდი, სამხარაძე თუ შენი ღმერთი ბიძინაა, ჩვენი ღმერთი ქრისტეა. ასე რომ, ჩვენ არც შენი მუქარის შეგვეშინდება, და ამასთან, შენი წერილიდან გამომდინარე ჩანდა, ვინ ხარ შენ და როგორ გიყვარს ქრისტე. თქვენ გიყვართ ის მღვდლები, რომლებიც თქვენ გაქებენ, თქვენ არ გაინტერესებთ ღმერთს აქებს თუ არა, მთავარია, თქვენ გაქოთ, ასეთები არიან თქვენთვის ქრისტიანები, მაგრამ ის მღვდელი, რომლებისგანაც კრიტიკას ისმენთ, არა არიან თქვენთვის მოსაწონები. ჩვენ იმ გზაზე არ ვდგავართ, რომელზედაც თქვენ, ჩვენ ქრისტეს გზაზე ვდგავართ, სამართლიანობის და იმ გზაზე, რომელზედაც ამბროსი ხელაია იდგა, ჩემთვის სხვა გზა არ არსებობს და თუ მათთვის არსებობს, ეს მათი გზაა,-განაცხადა არქიმანდრიტმა გადაცემა “რეაქციაში“.

ცნობისთვის, დიტო სამხარაძემ გააზიარა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის ვიდეო და დაწერა – “ეს ჰომოსექსუალების პარტიელი, ამ სიტყვებს, სამების ამშენებელზე ამბობს! ერისკაცზე, რომელმაც ასობით ეკლესია ააშენა! ასობით ტაძარი და ციხე-სიმაგრეები აღადგინა! ამისნაირი ფარისევლების მიერ უცხოელებზე გაყიდული, ასობით ხატი და სიწმინდე დაუბრუნა საქართველოს! კანონი მიიღო მისმა გუნდმა, რომ ელგებეტე პროპაგანდა აიკრძალა ქვეყანაში!
ეკლესიის გაძლიერება დავიწყეთ ბატონი ბიძინას დავალებით და ეს, ანაფორაში გამოპარჭყული ნაცი, მინიმუმ აქ რაც ჩამოვთვალე აიგნორებს და ხალხს ატყუებს! პეტრე 2-ა ეს გოთვერანი”
ვიდეოში, რომელიც დიტო სამხარაძემ გააზიარა, დოროთე ყურაშვილი ამბობს – “რაც ამ მთავრობამ გაუკეთა ეკლესიას და პირადად პატრიარქს არცერთს არ გაუკეთებია. გაიხსენეთ რეები გაუკეთეს პატრიარქს?! ეს ყველაფერი დაიწყო, როცა ბიძინამ თქვა, რომ პატრიარქსაც ეშლება. ეს მაშინ თქვა, როცა თვითონ იყო რეიტინგულად მაღალ მდგომარეობაში, თუმცა პატრიარქი მასზე მაღლა იმყოფებოდა და ხალხი პატრიარქს უფრო ენდობოდა. ეს ვერ აიტანადა ამხელა რეიტინგზე მყოფი კაცი, რომელიც მთელ მთავრობას მართავ იტყვი, რომ პატრიარქს ეშლება და ჩვენ შეგვიძლია მას არ დავუჯეროთ”

 

 

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაარქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: რად გიღით ხელფასი, მონობა, ვითომ ძალაუფლება, პრიოტიტეტები?!