“სად გავჩერდით? სად და ვაგრძელებთ საქართველოს ისტორიას, დიდი ამბროსის, ილიას, მერაბის… გზას.
ღმერთმა დალოცოს უშიშარი საქართველო. შენთან ვარ მარადის ჩემო საქართველო 🇬🇪
საპატიმროში მყოფი მიხეილ ჯავახიშვილი თანამოსაკნეებს უყვებოდა ამბებს საქართველოს ისტორიიდან, ქართველი მეფეებისა და მოწამეთა ცხოვრების ეპიზოდებს. უცებ ბადრაგი შემოვიდა, გაიყვანეს და ორი საათის შემდეგ დააბრუნეს სასტიკად ნაცემი და ნაწამები. ყველა
გაოგნებული შესცქერის, ხმაამოუღებლად, სიტყვის უთქმელად. იმ სიჩუმეში ისევ მწერლის ხმა ისმის:
– სად გავჩერდით, ბიჭებო?”,-წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში














