არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: საქართველოში არსებული ვითარება მხოლოდ პოლიტიკის ამბავი კი არ არის — ეს სინდისის გამოცდაა და ამავდროულად მორალური, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ემსახურება ან ჭეშმარიტებას/სიმართლეს, ან სიცრუეს

“საქართველოში არსებული ვითარება მხოლოდ პოლიტიკის ამბავი კი არ არის — ეს სინდისის გამოცდაა და ამავდროულად მორალური, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ემსახურება ან ჭეშმარიტებას/სიმართლეს, ან სიცრუეს.
დავინახეთ, როგორ გადაიქცა სასამართლო ცირკის არენად — სამართლიანობის ნაცვლად დაგვახვედრეს ფეხქვეშ გათელილი ღირსება და შიშით სავსე მოსამართლეთა უტიპარი მზერა.
დავინახეთ, როგორ დასდევენ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლად აზროვნებენ და არავის ემონებიან, გარდა ღმერთისა და საკუთარი სინდისისა.
დავინახეთ, როგორ ცდილობენ დაამონონ ერის გული, დააბნელონ გონება და ბოლოს სულს დაეუფლონ.
ეს მხოლოდ დევნა კი არაა, ეს დაუმთავრებელი ომია ერის სულზე.
ეს მცდელობაა, წაგვართვან არა მიწა, არამედ სიმართლე და ღირსება.
ეს განზრახვაა, ქართველი კაცი საბოლოოდ აქციონ თავდახრილ და სულიერად გატეხილ არსებად.
მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს:
ვერავინ დაგვამონებს, თუ შინაგანად თავისუფლები დავრჩებით.
ვერავინ დაგვიწვავს სინდისს, თუ სიმართლეზე ვიდგებით.
ვერავინ გაგვტეხს, თუ ყოველდღე საკუთარ სულს დავეხმარებით, რომ ღვთის იმედის ნაპერწკალი არ განელდეს.
არ იქნება სამართალი იქ, სადაც მონური გონებები დგანან სინდისის ნაცვლად.
არ იქნება საქართველო იქ, სადაც ქართველს საკუთარი თავის რწმენა წაართვეს.
არ იქნება სიცოცხლე იქ, სადაც ერს სულს უწამლავენ.
გაიხსენეთ:
სრულად შესაძლებელია ციხეში იყო და თავისუფალი დარჩე.
სრულიად შესაძლებელია გარეთ იყო და მონა გერქვას.
ჩვენი საქმეა არ დავუშვათ, რომ საქართველო ციხედ და ქართველები მონებად აქციონ”-წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

banner
წინა სტატიაშირუსი სამხედრო ბლოგერების თქმით, კურსკის ოლქში, გუდკოვთან ერთად, მთელი სარდლობა განადგურდა
შემდეგი სტატიატატა ხვედელიანი – გვიხარია, რომ „ლელომ“ ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლისთვის აირჩია პრაგმატული, თანმიმდევრული პოლიტიკა და მშვიდობიანი ინსტრუმენტი