8.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: “ყოველთვის, როცა შსს ამბობს და წერს “სამართლებრივი”, “კანონიერი”, ეს უკვე ემსგავსება ჰიტლერისა და სტალინის რეჟიმის დროს

“ყოველთვის, როცა შსს ამბობს და წერს “სამართლებრივი”, “კანონიერი”, ეს უკვე ემსგავსება ჰიტლერისა და სტალინის რეჟიმის დროს “კანონიერ” და “სამართლებლივ” დევნას, ამავე მიზეზით მოქალაქეების მკვლელობებს, პატიმრობებს, წამებას… მაშინაც ყველაფერი “კანონიერი” იყო, ყველაფერი “სამართლებრივ ჩარჩოში” ჯდებოდა… რეჟიმს სწორედ ეს ახასიათებს და ყველა რეჟიმის ბოლო ძლიერი დაცემაა. საზოგადოება, სადაც თუნდაც ერთი ადამიანი არაა ფასეული, ერთი ადამიანიც კი პატივ და ღირსებააყრილია, ის საზოგადოება გამოღვიძებას საჭიროებს. სულიერი და მორალური დეგრადაცია ერს არ უქადის კეთილს.
მტკიცედ მწამს, ქართველ ხალხს, მის შინაგან მრწამს, მიუხედავად მისი გატეხვისა და დაჩოქების მცდელობისა, ვერავინ დაიმონებს, მით უფრო ასეთი უგვანო და მახინჯი სისტება… მტკივა, ვინც ამ სისტემის ნაწილი ნებსით ხდება; მტკივა მათიც, ვინც პროპაგანდის მსხვერპლი გახდა; მტკივა, მსხვერპლი და მოძალადეც – სულით დაცემული უფრო მძიმე სანახავია“-წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: დედა რომ გარდაიცვლება და დარდი თან მიაქვს სრულიად უმიზეზოდ და უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას