“მზიას მარშზე, იმედი მაქვს, ჯაღმაიძეც გამოვა, იმიტომ, რომ პრემიერისთვის უთხოვია მზიას გათავისუფლება”, – ამის შესახებ, არქიმანდრიტმა, დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.
სასულიერო პირის თქმით, თუ მამა ანდრია ჯაღმაიძეს ამაღლობელის გათავისუფლება ნამდვილად სურს, ის სოლიდარობის მარშს უნდა შეუერთდეს.
“მზიას მარშზე, იმედი მაქვს, ჯაღმაიძეც გამოვა, იმიტომ, რომ პრემიერისთვის უთხოვია მზიას გათავისუფლება. ვერ გავიგე პრემიერს რატომ სთხოვა, პრემიერს რა უფლება აქვს, მაგრამ თუ დაინტერსებულია, უნდა გამოვიდეს მზიას გათავისუფლების მოთხოვნით.
ჩვენ აუცილებლად გამოვალთ, მზია არის საქართველოს სინდისი, თუ შეიძლება, ასე ითქვას. მთელი მსოფლიო გვიცნობს, როგორი ღირსეული ქალბატონები არიან საქართველოში და ეს არის მზიას დამსახურება და ასევე მზიას დამსახურებაა, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, როგორი უგუნური და როგორი გამწირველი მთავრობა გვყავს”, – ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
მზია ამაღლობელის დაპატიმრების ერთი წლის თავზე თბილისში სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე 12 იანვარს 20:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ მამა ანდრია ჯაღმაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საპატრარქომ მზია ამაღლობელის და სინდისის პატიმრების გათავისუფლების თხოვნით “ოცნების” ელისუფლებას სამჯერ მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
















