შიო მესამის პატრიარქად არჩევით რუსეთმა, არა მხოლოდ ცხუმ აფხაზეთის ეპარქია, არამედ მცხეთა თბილისიც მიისაკუთრა, და მდუმარე ეპისკოპოსების წყალობით სრულიად საქართველოს ეკლესიას მიისაკუთრებს“,- წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში.
ის ამით ეხმაურება გუშინ მთავარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსკოვის საპატრიარქო გავრცელებულ განცხადებაში პატრიარქ შიო III-ს სრული ტიტულით არ მოიხსენიებს
საქართველოში გამართულ ვიზიტთან დაკავშირებით მოსკოვის საპატრიარქომ ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც შიო III მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III”. მისი სრული ტიტული კი ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოში 28 სექტემბერს ჩამოვიდა. საქართველოს საპატრიარქომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 30 სექტემბერს გაავრცელა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, დელეგაციის წევრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს. საპატრიარქოს ცნობით, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
“ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე” – ნათქვამია იყო განცხადებაში.








