2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს

“მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყველაფერს ხედავს, ამიტომ მე ამ ყველაფერში უფლის ხელს ვხედავ. უფალი მოქმედებს. თუ ჩვენ დავინახეთ ვინ ვინ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი მოვიდა, სიმართლე მოვიდა ჩვენთან და როცა ხედავთ ამას არ შეწუხდეთ, კი ის შესაწუხებელია, რასაც აკეთებენ, მაგრამ უფალი ხომ მოვიდა? ხომ გაჩვენათ? ხომ გაჩვენათ, რა არის სიმართლე?… “- აცხადებს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

“ჩვენს განკვეთაზე, მღვდლობიდან განყენებაზე, კობახიძემ 300 000-იანი მიწა გადასცა მცხეთაში მიქაელ ბოტკოველს. ეს 300 000 ალბათ, 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს და დღეს 300 000-ია. მიწა, რომ უყვართ და ფული, რომ უყვართ ეს კი არ არის უბედურება იმდენად, არამედ უბედურება ის არის, რომ ქრისტე უნდათ გაყიდონ, ყიდიან, თან ქრისტე უნდათ, რომ მათთან იყოს ანუ, მართალი სიტყვა. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. პირველად რომ დამიბარეს საპატრიარქოში შიო მუჯირის კურთხევით, ბოტკოველმა და ჯაღმაიძემ, ბოტკოველს ჰქონდა ჩემი ქადაგებები ამოწერილი ერთი იყო ასეთი: შენ ამბობო, რომ მეო ერსო ღვთის სიტყვას ვუცხადებო, ჯაღმაიძემ ჩვენ სამიო ამბობსო, მე ვუთხარი, არც მე და არც ჩვენ სამნი არ მითქვამს, არამედ ჩვენ რამდენიმე-მეთქი და ჩვენ რას ვაკეთებ აქო, ბუმბულს ვარჩევთო? ჩვენ არ ვუცხადებთო? ბუმბული არა, მაგრამ მიწებს არჩევენ, დოლარებს ითვლიან … ისე მადლობლები მაინც უნდა იყვნენ, რომ მთავრობა ასე დაინტერესდა ჩემი განკვეთით. ასე, რომ არ დაინტერესებულიყო მთავრობა ჩემი განკვეთით, ვინ მისცემდა მაგათ ამდენ ფულს?”,- ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო დააკავეს
შემდეგი სტატიაწინასწარი პატიმრობა შეეფარდა პოლიციელს, რომელსაც არასრულწლოვანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად