17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გია ვოლსკის: შენდობის ლოცვა თქვენ წაუკითხეთ თუ კობახიძემ?

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით ვოლსკის განცხადებას.

“ვოლსკი სხვის დაბეზღებას სინანულს უწოდებს. როგორ გააუკუღმართეს არა მხოლოდ ქრისტიანული ტერმინები, არამედ მთელი ქრისტიანული ცნობიერება.

ბატონო ვოლსკი, შენდობის ლოცვა თქვენ წაუკითხეთ თუ კობახიძემ? თქვენ როგორც ღრმა მორწმუნემ, ათეისტთეოლოგმა იცით ალბათ შენდობის ლოცვის აუცილებლობა”,-  წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

ცნობისთვის, ვოლსკიმ თქვა: “თუკი ითანამშრომლებ გამოძიებასთან და ცოდვას მოინანიებ, მართლმსაჯულება უნდა იყოს შემწყნარებელი… მაინც ემოციურად ვუდგები… მრავალშვილიანი მამაა. იმედი მაქვს, მართლა გულწრფელად ინანიებს დანაშაულს”.

banner
წინა სტატიაშისეს-მა აჭარაში სარეალიზაციო ობიექტიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო
შემდეგი სტატიაესპანეთში ყოფილი რუსი სამხედრო დააკავეს — ამოღებულია 5 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი