არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)-დებატების თემა შემთხვევითი არ არის და არც კობახიძეს მოფიქრებულია

ვფიქრობ, დებატების თემა შემთხვევითი არ არის და არც კობახიძეს მოფიქრებულია. ყველას მოუწევს გაახმოვანოს და გამართლება სცადოს ქვეყნისთვის იმ დამღუპველი არჩევანის, რომელიც აირჩია ოცნებამ და საპატრიარქოს რუსულმა ჯგუფმა. არც ბიძინას და არც რუსეთს არ აწყობს მოსაყდრის, ჯაღმაიძის და ბოტკოველის ფარული მხარდაჭერა, მათ უნდა გაახმოვანონ, რომ ბიძინა და რუსეთია მართმადიდებლობის და მშვიდობის მცველები. როგორც ეს აღიარა და ხალხს განუცხადა რუსეთის პატრიარქმა, რომ ძლივს ეღირსა რუსეთს ჭეშმარიტად მართლმადიდებელი პრეზიდენტი პუტინი.
არქიმანდრიტი ილია მოსაყდრე შიომ იმისთვის განაყენა მღვდლობიდან, რომ ეგზარქოსი უწოდა, ვფიქრობ რუსეთს არ მოსწონს, როცა მისი მომხრეები მალავენ რუსეთისადმი თავიანთ სიმპათიას. ამიტომაც მოუწევს მოსაყდრეს ხმამაღლა იძახოს დიდება რუსეთს, და თუ ამას არ გააკეთებს მისი მომავალი ბნელი იქნება. სრულიად ბნელი,-აცხადებს არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)

banner
წინა სტატიაშიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“უტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან” – სიბიგა