10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

არქიმანდრიტი დოროთე ყრუაშვილი: პატრიარქი იყო ძალიან გულჩვილი

არქიმანდრიტმა დოროთე ყრუაშვილმა თეა ადეიშვილის დღის ამბებში პატრიარქის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პატრიარქი იყო ძალიან გულჩვილი, ჩვენ ერთად გვიტირია. მიჭირს გახსენებები, რადგან მეც არ მინდა სატელევიზო ცრემლები. არქიმანდრიტმა იმ ხალხზეც ისაუბრა, რომელიც სამებაში პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მიდის და მის მრავალრიცხოვნობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, არავინ არ ელოდა ამდენ ხალხს, მთა შორის თავად პატრიარქიც.

,,არავინ არ ელოდა ამდენ ხალხს, დარწმუნებული ვარ პატრიარქიც არ ელოდა. დარწმუნებული ვარ იმდენად ცდილობდნენ მისი ავტორიტეტის დაქვეითებას, ისინიც არ ელოდნენ, ეგონათ, რომ მისი ავტორიტეტი დაამხეს. ამდენი ხალხი რომ დავინახე, იქ ვცხოვრობ სამებაში, ფოტოებს ვიღებ ხოლმე ჩვენი კელიიდნა, რომელიც ბერებს პატრიარქმა აგვიშენა, თურმე რამდენ ხალხს ნდომებია ცოცხალი პატრიარქის ნახვა, მაგრამ ჩაკეტილი იყო.

იქიდან, ახლა ვინც იქ არის, 1 პროცენტს ხომ მაინც უნდოდა, რომ პატრიარქი ცოცხლად ენახა, იმ 1 პროცენტის მინუს, მინუს პროცენტებსაც არ უშვებდნენ და სალომე ზურაბიშვილმაც თქვა, რომ უნდოდა შესვლა პრეზინდეტობის დროს, მაგრამა რ შეუშვეს. მე არ შემიშვეს. მე, არქიმანდრტის, მის ნაკურთხს, მის ხელდასხმულს არ მიშვებდნენ და აქ ძლივს შევედი მესამე დღეს, იმდენი ხალხია. თან მიხარია და თან ცრემელები მომდის ამდენ ხალხს რომ ვხედავ, – განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალური განვითარების ფონდმა, რუსთავში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაზელენსკიმ 21 მარტს ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები დაასახელა