არქიმანდრიტი ბართლომე: მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ის რამდენიმე მღვდელმთავარმა ინახულა

არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურაზე ზეწოლა მიმდინარეობდეს.

როგორც არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში წერს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ის რამდენიმე მღვდელმთავარმა ინახულა.

„ხომ არ ხდება მასზე ზეწოლა სიმართლის დამალვის მიზნით. გაუგებარია სახელმწიფო მოხელეებისა და პრეზიდენტის ჩართულობა და აქტიურობა. აღვიქვამ პროკურატურაზე და საგამოძიებო უწყებაზე ზეწოლად ამ ყველაფერს. ამჟამად, ვინმეს ხელის დაფარება და საქმის მიჩქმალვა, უკიდურესად დაამძიმებს მომავალში ეკლესიის ცხოვრებას“, – აცხადებს არქიმანდრიტი ბართლომე.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მკურნალობას კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში განაგრძობს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან „ავერსის“ კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს. კლინიკაში მას დამატებით გამოკვლევები ჩაუტარდა.

banner
წინა სტატიაში“საპატრიარქოში ჩახედვის უფლება არავის არ აქვს” – დედა ანისია ბოლოთაშვილი
შემდეგი სტატიადეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა საპატრიარქოში მიიყვანონ