14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

არქიმანდრიტი ანტონ იოსელიანი მოსაყდრე შიოს: პატივისცემით გილოცავთ! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წოდებას

არქიმანდრიტი ანტონ იოსელიანი მოსაყდრე შიოს “კათოლიკოს-პატრიარქის წოდებას” არჩევნების ჩატარებამდე ულოცავს.

“დიდი პატივისცემით გილოცავთ! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წოდებას. ღირსეულად გატაროს ამ დიდ საპასუხისმგებლო უფლის გზაზე!”,- წერს ის სოციალურ ქსელში.

28 აპრილს სინოდმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი. მეუფე შიომ 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი 7-7 ხმა მიიღო.

ამ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩევენ. ოფიციალურად უცნობია კონკრეტული თარიღი, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კრება 17 მაისამდე უნდა ჩატარდეს.

banner
წინა სტატიაშიშვიდწლიანი პაუზის შემდეგ აშშ-სა და ვენესუელას შორის კომერციული ფრენები განახლდა
შემდეგი სტატიაკონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება