არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზის დარღვევა გახდა.

განცხადებას ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აწერს.

თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში – ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa
შემდეგი სტატია“საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართული ეკლესიის საუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!” – სალომე ზურაბიშვილი