15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

არქიმანდიტრი დოროთე: უკვე ცხადია, რომ მეუფე შიო არის რუსული პროექტი და ის “ოცნებამ” უნდა რამენაირად გაიყვანოს

„ქრისტეს სიტყვებია, რომ „არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება“. უკვე ცხადია, რომ მეუფე შიო არის რუსული პროექტი და ის „ოცნებამ“ უნდა რამენაირად გაიყვანოს, მათაც არ აქვთ სხვა გამოსავალი, რადგან „ოცნებაც“ ასრულებს რუსულ დავალებებს“,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა არქიმანდიტრმა  დოროთე ყურაშვილმა გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა”.

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოს გვერდზე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

“დღევანდელი შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან და შემდეგი მოძრაობები, როცა ის გაპატრიარქდება იქნება პირდაპირ “ოცნების” მონამორჩილებდა და ამავდროულად რუსეთის გზა”,_ განაცხადა არქიმანდიტრმა დოროთემ.

ინფორმაციისთვის,  მეუფე შიო – სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი  2017 წლის 23 ნოემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

წმინდა სინოდის სხდომაზე, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩა, მეუფე შიომ 20 ხმა მიიღო.

სინოდის გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებად წარდგებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

 

banner
წინა სტატიაშიეკა კუპატაძე: იძულების წესით, ნია იმნაძეს მიიყვანენ სასამართლო პროცესზე
შემდეგი სტატიატრამპი: ევროკავშირიდან აშშ-ში შემოსულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ტარიფი 25%-მდე გაიზრდება