14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

არქიმანდიტრი დოროთე ყურაშილი: მეუფე შიოს გაპატრიარქება არის ჩვენი ეკლესიის განადგურება

“მეუფე შიოს გაპატრიარქება არის ჩვენი ეკლესიის განადგურება, რასაც როგორც ჩანს უკვე 19 მღვდელმთავარმა მოაწერა ხელი” – ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშილი სოციალურ ქსელში წერს და მოსაყდრე შიოს ქადაგებიდან ამონარიდს აქვეყნებს.

მისი თქმით, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს “არ აქვს სულიერი, ქრისტესმირი განათლება. ის მრავალ მწვალებლობას ამბობს ამბიონიდან”.

არქიმანდრიტი დოროთე სინოდს მიმართავს და მოუწოდებს “არ დაუშვან დედა ეკლესიის მართალი გზიდან აცდენა”.

იოან.15,14-15: თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ. უკვე აღარ გიწოდებთ თქვენ მონებს, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია ჩემი მამისგან.

მიტროპოლიტი შიო კი ამბობს, რომ ღმერთი მონებად გვიყურებს.

ან როგორი შეურაცხყოფაა მშობელის, დედის, რასაც მოსაყდრე ამბობს, რომ დედას არ შუძლია დაელოდოს შვილის თხოვნას.

მეუფე შიოს არ აქვს სულიერი, ქრისტესმირი განათლება. ის მრავალ მწვალებლობას ამბობს ამბიონიდან.

მისი გაპატრიარქება არის ჩვენი ეკლესიის განადგურება, რასაც როგორც ჩანს უკვე 19 მღვდელმთავარმა მოაწერა ხელი.

მოსყდრე შიო, მისი განცხადებულად მხარდამჭერ მიტროპოლიტ სტეფანესთან ერთად, ავრცელებს მწვალებლურ სწავლებას ეკლესიაში წმიდა ზიარების შესახებ. მე მივმართავ სინოდის კეთილგონიერ წევრებს, რომ არ დაუშვან დედა ეკლესიის მართალი გზიდან აცდენა,” – წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშილი.

banner
წინა სტატიაშიWSJ: ტრამპმა გასცა ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მომზადების დავალება
შემდეგი სტატიამგზავრი მეტროს ლიანდაგზე ჩავარდა