აროშიძე: “ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის 20-მდე უბანში არჩევნების დღეს პროვოკაციის მოწყობას გეგმავს

“ქართულ ოცნებაში” ოპონენტების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობენ – აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის დეპუტატი ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბათუმის ოლქის 20-მდე უბანზე 2 ოქტომბერს პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.

მისი თქმით, ამის შესახებ უტყუარი ინფორმაცია აქვთ. მმართველი გუნდი კომისიის წევრებს, ამომრჩევლებსა და ოპონენტებს მოუწოდებს, საარჩევნო უბნებზე სიმშვიდე შეინარჩუნონ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროვოკაციის შემთხვევაში, ნებისმიერი პირის მიმართ შესაბამის სამსახურებს ადეკვატური რეაქცია ექნებათ.

banner
წინა სტატიაშითარგამაძე: თქვენი არ გვეშინია
შემდეგი სტატიატელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ეხმაურება