6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

მარნეულსა და ხაშურში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, მარნეულში (მის: მარნეული, სოფელი დამია-გიურარხი) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური სარეალიზაციო ობიექტი შპს ,,უმკა ჯორჯია“ გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.

„ხაშურის მუნიციპალიტეტში პესტიციდების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა ინდივიდუალური მეწარმე მ. ყ (მის: ხაშური, იმერეთის ქუჩა N 10).

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ აგროქიმიკატებითა და პესტიციდებით ვაჭრობა შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე.

სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი: არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
შემდეგი სტატიაისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა ქვეყანაში 6 500-ს გადააჭარბა