არმენ ჯიგარხანიანი აღიარებს, რომ რუსეთში არსებობს ცენზურა

jigarxanianსომხური წარმოშობის ცნობილი რუსი მსახიობი არმენ ჯიგარხანიანი აღიარებს, რომ რუსეთში არსებობს ცენზურა, კერძოდ თეატრში. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის არცერთ თეატრს არ ძალუძს დააფინანსოს საკუთარი თავი როგორი გადაჭედილიც არ უნდა იყოს ესა თუ ის დარბაზი. „ჩვენ იძულებული ვართ დავდგათ ის, რაც სურთ დამფინანსებლებს, ვცდილობთ მოვაწონოთ მათ თავი, მოვიწვიოთ შესაძლო სპონსორები პრემირებზე იმ იმედით, რომ მოეწონებათ და დაგვაფინანსებენ“, -აღნიშნა ჯიგარხანიანმა.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის ოქტომბერში ცნობილმა რუსმა მსახიობმა კონსტანტინე რაიკინმა ბრალი დასდო რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში არსებული ცენზურის გამო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავის ნიშნავს დონალდ ტრამპი წამყვანს თანამდებობებზე?