არმაზ ახვლედიანი: “ქართული ოცნება” ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა მმართველი პარტია დატოვა, ახვლედიანი გამოვიდა პოლიტსაბჭოდანაც. აღნიშნულის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პარტიის დატოვების მიზეზად ახვლედიანმა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მდგომარეობა დაასახელა, მისი თქმით პარტია აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აზიანებს მთლიანად ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს.

„პარტია „ქართული ოცნებამ“ ამოწურა სამწუხაროდ ყველა შესაძლებლობა რომ დემოკრატიულ ორგანიზმად გადაქცეულიყო, ხელი შეეწყო პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის, ამასობაში მოახერხა ის, რომ აფერხებს პოლიტიკურ განვითარებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ვშიშობ რომ ყრილობა რომელიც კარს მომდგარია ამას უბრალოდ ხელს შეუწყობს. ფასადურობა, მოჩვენებითობა, რომელიც გამეფებულია „ქართულ ოცნებაში“ ყრილობაზე ალბათ სხვა ხარისხს მიიღებს და ამის შემდეგ პარტია გადაერთვება ყველა მანქანებით იმ გზაზე, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიგოს არჩევნები. ნორმალურ, თანაბარ, კონკურენტულ არჩევნებში ასეთ პარტიას გამარჯვება არ შეუძლია, ამიტომაც ის ჩვეულ გზებს მიმართავს. ამის დემონსტრირებაა ის , თუ რა ადამიანებითაა დაკომპლექტებული პარტიის მმართველი ძალა, ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ რომ გაეყალბებინათ და ხელმძღვანელებისთვის სასურველი შედეგი მოეტანათ და ეთქვათ ყველაფერზე „კი“ და არასდროს „არა”. ეს უბედურება სჭირს “ქართულ ოცნებას”. რა მოსატანია მისი დასნეულება, როცა ოცნება უკვე ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს. ამიტომაც მე არ შემიძლია ამ პარტიაში დარჩენა, გამოვდივარ პოლიტსაბჭოდან და განვაგრძობ ბრძოლას რომ წინ აღვუდგე ამ პროცესს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხერხდეს და გაირრვეს მოჯადოებული წრე, რომელზეც საქართველო წლების განმავლობაში ტრიალებს.“- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

https://youtu.be/uREYvOE5T8I

banner
წინა სტატიაშიჩეხეთმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა
შემდეგი სტატია„დიდი ბელადის სტალინის ძეგლი საზეიმოდ შეღებილ იქნა ვარდისფრად“