„ოცნებას“ ეგონა, რომ ზელენსკი დაღმასვლით წავიდოდა და აღმოჩნდა საპირისპიროდ, რასაც ჩვენ ვამბობდით ომის დაწყების დღიდან, რომ უკრაინა გაძლიერდება და უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა მორალურად გამარჯვებულია. ზელენსკისთან ეს შეხვედრა იყო სიმბოლური ხასიათის. პროტოკოლის მიღმა მნიშვნელოვანი რამ არის — რა ხანია ასეთი შეხვედრა არ ყოფილა, იყო მხოლოდ დაპირისპირება თბილისიდან და პასუხი კიევიდან. მეორე ის, რომ კობახიძეს გულის სიღრმეში ეტყობოდა გარკვეული კმაყოფილება, რომ ამას მიაღწია და ზელენსკის გვერდით დადგა“,_ განაცხადა გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” არმაზ ახვლედიანმა, პოლიტიკოსმა, პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა.















