14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

არმაზ ახვლედიანი: ივანიშვილი ნებისმიერს გაწირავს საკუთარი თავისა და მიტაცებულის გადასარჩენად

არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ახვლედიანის შეფასებით, მმართველ გუნდში კონკრეტული ფიგურების ჩამოშორება ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ინტერესების დაცვის მცდელობაა.

„ვისღა აინტერესებს ღარიბაშვილი, მდინარაძე ან წყალშეყენებული კობახიძე — ქვეყნის ეს მედროვე დამაქცევრები! ამ ბინძური ავანტიურის მოთავე ივანიშვილი ხომ ნებისმიერს გაწირავს საკუთარი თავისა და მიტაცებულის გადასარჩენად — ქვეყანა არ დაინდო და გაწირა!

ახლა დროა საქართველო გადავარჩინოთ ამ ბოროტი ძალისგან — მტკიცე, კეთილგონივრული მოქმედების დროა!“, — წერს არმაზ ახვლედიანი.

ინფორმაციისთვის,  მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 10 წელი გუნდთან ერთად შრომასა და საქვეყნო საქმეს დაუთმო, ამჟამად კი დასვენებას, ოჯახზე ზრუნვასა და ძალების ბიზნესში მოსინჯვას გეგმავს. მდინარაძის თქმით, პოლიტიკაში დაბრუნებაზე მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იფიქრებს.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა: მდინარაძეს ვერც კობახიძის პროტექციამ უშველა, ის პოლიტიკიდან გააგდეს
შემდეგი სტატიაიმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა