არმაზ ახვლედიანი – ეს არისუმარტივესი არჩევანი – აირჩიოევროპული კეთილდღეობა და უარიუთხრა იზოლაციას, რომელიც არისწყარო სიბნელისა და სიღატაკის

“ეს არის უმარტივესი არჩევანი – აირჩიო ევროპული კეთილდღეობა, უარი უთხრა იზოლაციას, რომელიცარის წყარო სიბნელისა და სიღატაკის.” – ამისშესახებ არმაზ ახვლედიანმა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვისმთავარი გამოსავალი ერთიანობაა, რაც ევროპულ კეთილდღეობას საქართველოში გზას გაუხსნის.

“თითქოს რა უნდა იყოს ამაზე მარტივი, რომ გააკეთო არჩევანი, მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრამდე საქართველოში აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ჩამოყალიბდება, რომ ეს არის უმარტივესი არჩევანი – აირჩიო ევროპული კეთილდღეობა, უარიუთხრა იზოლაციას, რომელიც არის წყარო სიბნელისადა სიღატაკის. მჯერა, რომ აღარ დარჩება არცერთი მოქალაქე საქართველოში, რომელიც ვერ გააცნობიერებს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია უდიდესი ეპოქალური ცვლილებით, რომლის მოტანაც შეუძლია ერთიანობას, რომელიც საწყისია ნანატრი მმართველობისა, რაც დაასრულებს იზოლაციას, ავტოკრატიას და ამდენად, სიღატაკეს დაასრულებს საქართველოში და ფართოდ გაუხსნის გზას კეთილდღეობას, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ევროპაში, მხოლოდ ევროპულად, წესიერი, სამართლიანი მმართველობით.”- განაცხადა ახვლედიანმა

banner
წინა სტატიაშიცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება – შსს
შემდეგი სტატიაპატრიკ რაიდერი რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შესაძლო დარტყმაზე: აშშ თავის პოზიციას არ ცვლის