არკადი ჭოველიძე: თამრიკო ჭოველიძეს ებრძვიან (ვიდეო)

პირველივე მიღება პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისთვის ხმაურიანი აღმოჩნდა – თამარ ჭოველიძის მამამ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან დაწყებიდან რამდენიმე წუთში პროტესტის ნიშნად დატოვა.

9 აპრილის 16 წლის გმირი, რომლის სახელი თბილისში ერთ-ერთ ქუჩასაც კი დაარქვეს, სალომე ზურაბიშვილს სიიდან გამორჩა. ამის შემდეგ არკადი ჭოველიძემ, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შვილის სახელით მივიდა, თქვა, რომ ამ შეხვედრაზე მისი ადგილი არ არის.

უფრო მეტიც დაღუპული 16 წლის ეკა ბეჟანიშვილის გვარი საქართველოს პრეზიდენტმა არასწორად წაიკითხა როგორც ბეჟანაშვილი.

მიღებაზე არ იყვნენ მიწვეული ეკა ბეჟანიშვილის ოჯახის წევრებიც. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა მედიას განუცხადა, მიზეზი ის იყო, რომ ადმინისტრაციამ ოჯახთან დაკავშირება ვერ შეძლო.

“ჩემი ცხოვრების მიზანი და მიზეზი ის არის რომ გაიჟღეროს თამრიკოს სახელმა”-განაცხადა გადაცემა “არჩევანის” ეთერში არკადი ჭოველიძემ.

https://youtu.be/clyjUZeQ_CQ

banner
წინა სტატიაშიწყნეთში შვილმა მამა მოკლა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი Facebook-ზე განცხადებას აკეთებს