არიზონის შტატში ეძებენ მამაკაცს, რომელიც სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპს მკვლელობით ემუქრებოდა

არიზონის შტატში ეძებენ მამაკაცს, რომელიც სოციალურ ქსელში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მკვლელობით ემუქრებოდა. ამის შესახებ არიზონის კოჩიზის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა.

ეჭვმიტანილი 66 წლის რონალდ ლი საივრუდია, რომლის მიმართაც უისკონსინის შტატში რამდენიმე ორდერია გაცემული.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი არიზონის შტატის კოჩიზის ოლქში, მექსიკის საზღვართან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა.

„არა, მე ამის შესახებ არ გამიგია, თუმცა გაკვირვებული არ ვარ და ამის მიზეზი ისაა, რომ, მინდა, ისეთი საქმეების კეთება, რაც ძალიან ცუდია ცუდი ბიჭებისთვის“, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას არიზონაში მუქარების შესახებ ჰკითხეს.

banner
წინა სტატიაშიჰარისი – ყოველთვის მხარს დავუჭერ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ყოველთვის უზრუნველვყოფ, რომ ისრაელს ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა
შემდეგი სტატიაჰარისი – დონალდ ტრამპი არასერიოზული ადამიანია, მაგრამ თეთრ სახლში მისი დაბრუნების შედეგები უკიდურესად სერიოზული იქნება