არითმიისა და თირკმლის უკმარისობის საფრთხე – ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. მიხეილ სააკაშვილი კონსილიუმთან შეხვედრაზე და მისთვის სამედიცინო კვლევების ჩატარებაზე უარს ამბობს. დღეს მას ციხეში პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მოინახულებს.

მესამე პრეზიდენტი 31-ე დღეა შიმშილობს. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ მას თირკმლის უკმარისობა განუვითარდეს, რასაც დიალეზის აპარატი დასჭირდება. ეს აპარატურა ციხის საავადმყოფოს არ აქვს.

“ის რომ პრეზიდენტი უარს ამბობს ახლა ამ ეტაპზე ყოველგვარ გამოვლენაზე და ექიმის ვიზიტზე, ერთი-ორად ზრდის საფრთხეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ მას ჰქონდა არითმიის ორი ეპიზოდი. კიდევ თუ დადგა არითმიის ეპიზოდი შეიძლება ცუდად, ფატალურად დამთავრდეს”, – ამბობს ექიმი გოჩა გიორგაძე.

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია ამბობს, რომ შეუქცევადი პროცესები ყოველდღიურად შეიძლება ჩამოყალიბდეს.

“მოსალოდნელია განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, თირკმლის უკმარისობის შედეგად არ მოხდა ფილტრაცია, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ჩანაცვლებითი თერაპია და დიალიზის აპარატი”, – თქვა პაჭკორიამ.

banner
წინა სტატიაშიგუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო – ნიკა მელია
შემდეგი სტატიათბილისში ყველა უბნის დათვლის შემდეგ, კახა კალაძე 55.603 პროცენტით იმარჯვებს