არის თუ არა შესაძლებელი ევროპაში პარიზის ტრაგედიის განმეორება

არის თუ არა შესაძლებელი ევროპაში პარიზის ტრაგედიის განმეორება

არის თუ არა შესაძლებელი ევროპაში პარიზის ტრაგედიის განმეორებასამშაბათ საღამოს ჰანოვერში საფეხბურთო მატჩი გადაიდო. ეს იმ შიშის ცხადი ილუსტრაცია გახდა, რაც პარიზის ტერაქტების შემდეგ გაჩნდა ევროპაში.
სინაის ნახევარკუნძულზე, ბეირუთში, ბაღდადში, ანკარაში და გასულ კვირას პარიზში მომხდარი მსხვილი ტერორისტული აქტების შემდეგ ევროპას ნამდვილი ციებ-ცხელება დაემარტა – წერს ბიბისი.
ამასთანავე, ალბათ არ ღირს დავივიწყოთ, რომ ევროპის დედაქალაქებში მცხოვრებლები უფრო მეტი საშიშროების წინაშე არიან ვთქვათ, ავტოავარიაში მოყვნენ, ვიდრე ტერორისტების მსხვერპლი გახდნენ.
თუმცა, სრულიად ნათელია, რომ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი ტერორისტული დაჯგუფებების ხელიდან, ისეთების, როგორიც ისლამური სახელმწიფოა, ან მათი მოკავშირეები, რეალურია და პარიზის ტერაქტის მსგავსი მასშტაბის თავდასხმაც – იშვიათი.
საპასუხოდ, ევროპის უშიშროების სამსახურებმა დიდი შრომა გაწიეს ისლამისტების შეტევების ადრეულ ეტაპზე შესაჩერებლად.
ვერ ვიტყვით, იმას, რომ ევროპაში ტერორისტული თავდასხმები რაიმე ახალი ტიპის ძალადობაა.

ვაშინგტონში, ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შემდეგ, იგივე მოხდა მადრიდში, ლონდონში, მოსკოვში, ოსლოში და ახლა პარიზში.
ამის მიუხედავად, ეს შემთხვევები არ არის ნორმა აფრიკის, აზიის რამდენიმე სახელმწიფოსა და ახლო აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, სადაც მსგავსი ტერაქტები, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. დასავლეთში თავდასხმები, განსაკუთრებით, თუკი ისინი ფართომასშტაბურია და მასში ბევრი ადამიანი მონაწილეობს, ადრეულ, მოსამზადებელ სტადიაში ვლინდება.
მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის 7 ივლისს ლონდონში ექსტრემისტებმა ოთხი ბომბი ააფეთქეს, რომელსაც 52 ადამიანი ემსხვერპლა, დიდი ბრიტანეთის უშიშროების სამსახურებმა მინიმუმ 5 ფართომასშტაბის ტერაქტები აიცილეს თავიდან 2005-2006 წლებში.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყეს ევროპულმა სპეცსამსახურებმა ე.წ. “მარტომყოფ მგლებზე” ყურადღების გამახვილება: ადამიანებზე, რომლებსაც არანაირი კონკრეტული კავშირები არ გააჩნიათ ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

ე23

როგორც წესი, ისინი, აბსოლუტურად უცნობი ინდივიდუუმები არიან, რომლებიც ღრმა პირადი მიზეზებით არიან მიდრეკილი ტერორიზმისკენ.
მსგავსი “მარტომყოფი მგლების” მიერ დაგეგმილი თავდასხმები ადრეულ სტადიაშია გამოვლენილი, თუმცა, სამმა ბრიტანელმა მაინც შეძლო საკუთარი თანამოქალაქეების მოკვლა: პავლო ლაპშინმა ბირმინგემში მოჰამედ სალიმი მოკლა, მაიკლ აბედოვალემ და მაიკლ აბედოლაჯომ კი მეჩეთში ჯარისკაცი ლი რიგბი მოკლეს.
სხვა უმეტეს შემთხვევაში თავდამსხმელებმა მსხვერპლის მხოლოდ დაჭრა, ან თავის მოკვლა შეძლეს.

ისლამურმა სახელმწიფომ ამ ფენომენს ყურადრება მიაქცია და ყველა შესაძლებლობას იყენებს ის გამოიყენოს. ისლამისტების “ვერბოვშიკების” დანიშნულებაში შედის ამ “მგლების” ან ცალკეული ჯგუფების გადაბირება და ტერაქტების მოწყობის ორგანიზება.

საფრანგეთში ეს უკვე მოხდა. მაგალითად, გასულ წელს შობამდე მთავრობა ცალკეულ პიროვნებებზე თავდასხმების სერიის წინაშე დადგა.
სპეცსამსახურებისთვის ეს ცალკეული პირები ყველაზე დიდი კოშმარია: მათი მოქმედებები, ფაქტობრივად, შეუძლებელია განსაზღვრო, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ცნობილ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან არანაირი კავშირი არა აქვთ და მათი მიზნები, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამოიცნო დიდი რუტინული შრომის შედეგადაც.
ცალკეული “მგლები”, როგორც წესი, ერთ, ან მაქსიმუმ ორ ადამიანს კლავენ, რომელიც მათთან ახლოს აღმოჩნდება.
ანდერს ბერინგ ბრეივიკი საერთო წესის გამონაკლისს შეადგენს. ის ერთადერთი “მგელია”, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა ნორვეგიაში 2011 წელს.

ცხადია, პარიზის ტრაგედიის შემდეგ ნათელია, რომ მსგავსი თავდასხმები შესაძლეებლია მოხდეს, მაგრამ ევროპაში ის ძველებურად, იშვიათი შემთხვევაა.

ე25
მიუხედავად იმისა, რომ ისლამური სახელმწიფო ეჭვგარეშე ის ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელმაც უკანასკნელ ხანებში ევროპულ სახემწიფოებს დიდი საფიქრალი გაუჩინა, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მათ რეალურად გააჩნიათ ის ძალა და საშუალება, რომ მუქარები აღასრულონ ევროპაში.
პარიზის ტრაგედიის შემდეგ მათი მუქარების გამოვლენა გართულდება, რადგანაც ევროპული სახელმწიფოები გააათმმაგებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ზუსტად რომ მის ადრეულ სტადიაში.

სურათი, სინამდვილეში რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ ისლამური სახელმწიფოს რიგებში ევროპის ასობით მოქალაქე იბრძვის, რომლებმაც დაჯგუფების იდეოლოგია მიიღო. ამიტომ, გადაუჭრელი რჩება საკითხი: რამდენად დიდი ხანი აღიბეჭდება ევროპაზე ტერორისტების მუქარები.

banner
წინა სტატიაშისოფელ ლამბალოში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: ღმერთო შენ გვიშველე! …ვახ, გლუვტვინიანო…