არის თუ არა რომეო მიქაუტაძე გრიგოლ ლილუაშვილის საქმის მთავარი მოწმე?!

არის თუ არა რომეო მიქაუტაძე გრიგოლ ლილუაშვილის საქმის მთავარი მოწმე? – ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსანს ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, თუმცა ამის შესახებ მან ინფორმაცია არ აქვს.

როგორც ბექა ნემსიწვერიძე “ტვ პირველთან” განმარტავს, არ არის გამორიცხული მიქაუტაძე სხვა საქმის ფარგლებში გამოკითხულიყო ისე, რომ მას ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა.

მე არ მაქვს ინფორმაცია, საერთოდ მისცა თუ არა ჩვენება. კი არის შესაძლებელი [რომ ადვოკატის გარეშე მიეცა ჩვენება]. ანუ, როდესაც ადამიანი მოწმის სახით იკითხება სისხლის სამართლის საქმეში, მისი გადასაწყვეტია იქნება წარმოდგენილი ადვოკატი თუ არა.

“პირელების” დამაზუსტებელ კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მიქაუტაძემ მის გარეშე მისცა ჩვენება ლილუაშვილის წინააღმდეგ – ადვოკატი ამბობს, რომ “ვერაფერს ვერ გამორიცხავს”.

რაც შეეხება საპროცესო გარიგების სავარაუდო გაფორმებას, ნემსიწვერიძე აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.

არანაირი მოლაპარაკება ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების შესახებ არ არსებობს. ადვოკატის გარეშე ფიზიკურად ვერ გაიმართება ეს მოლაპარაკება.

თუ საპროცესო შეთანხმებაზე შემოთავაზება იქნება, ეს თავად ბატონი რომეოს გადასაწყვეტი იქნება, მე ვერანაირი პოზიცია ვერ მექნება. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუმცა ამაზე გევქნება ალბათ კომუნიკაცია, თუ ასეთი აუცილებლობა დადგება”, – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ლილუაშვილსა და მიუქატაძეს შორის კორუფციული გარიგება ერთ-ერთი ეპიზოდია, რის გამოც სუს-ის ყოფილ უფროსი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიარ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი“ გაიმართა