“არის სენსიტიური მომენტები განხილვისთვის“ – ზელენსკი მზადაა ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა პრეზიდენტ ტრამპს მშეხვდეს. ამის შესახებ მან “მსურველთა კოალიციის” ლიდერებთან საუბარში განაცხადა.

გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილება შეიძლება სასარგებლო იყოს,- თქვა მან.

“უკრაინას აქვს ჟენევაში ჩვენი გუნდების მიერ შემუშავებული ჩარჩო. ეს ჩარჩო მაგიდაზეა და მზად ვართ, ერთად წავიდეთ წინ – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პრეზიდენტი ტრამპის პირადი მონაწილეობით, ევროპასთან ერთად, ლიდერებთან ერთად, და ყველა პარტნიორთან ერთად, ვისაც დახმარების ძალა და შესაძლებლობა გააჩნია. მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე – არის სენსიტიური მომენტები განხილვისთვის, ისინი ჯერ კიდევ არის, და გვჯერა, რომ ევროპელი ლიდერების მონაწილეობა შეიძლება სასარგებლო იყოს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრეზიდენტი: “ვინაიდან ზეწოლა ერთადერთ ენად რჩება, რომელსაც რუსეთი პასუხობს, მის გაძლიერებას გავაგრძელებთ”
შემდეგი სტატია“მაღალია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა ამ ომის შედეგად დაკარგოს გაცილებით მეტი, ვიდრე ის ამ ომის შედეგად მოიპოვებს” – ლევან დოლიძე