არის საქმეში ისეთი რაღაც, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ. თეთრიწყაროს ტყეში, ახალგაზრდა ქალი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ წერილი, რომელიც მანქანაში იპოვეს, კითხვებს აჩენს.

ბაჩალიაშვილები მომხდარის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ და ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

პარალელურად, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული დავალება მიიღო – ბაჩალიაშვილის საქმეზე საზოგადოების მეტი ინფორმირება.

გარდაცვლილი გოგონას ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი, ოჯახის მსგავსად, თვითმკვლელობის ვერსიას საეჭვოდ მიიჩნევს.

“თვითმკვლელობის ვერსია, მე ცოტა მაეჭვებს. არის საქმეში ისეთი რაღაც, რაც ყველაფრის არსებობას უშვებს. თვითმკვლელობასაც და ისეთ რამესაც, რამაც მკვლელობაზეც შეიძლება გაგვიჩინოს ეჭვი. თუ ეძებდნენ და მანქანა 5 დღე იქ იდგა, მაშინ უნდა ეპოვათ. თუ არ ეძებდნენ, ე.ი. ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია. იმდენი ხნის გარდაცვლილია გოგონა, რომ ის მანქანას თავისით იქ ვერ მიიყვანდა, ანუ ვიღაცამ მიიყვანა,”- აცხადებს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა „ფრონტერას“ აძლევს შესაძლებლობას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე, რადგან დაახლოებით 99 პროცენტი კომპანიამ სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა
შემდეგი სტატიაგურამ ამირხანაშვილი ტოიოტაში მჯდომი არასრულწლოვნის ამოსაცნობად შსს-ში იმყოფება