არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება

“არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ეტაპზე, მათ შორის, ერთ-ერთი, რაც არის უკვე გათვალისწინებული არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ბერლინში, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის გადადგმული ნაბიჯები და ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

„ის ცვლილებები, რომელიც შედის სასამართლოსთან დაკავშირებულ კონსტიტუციის თავში, მიმაჩნია, რომ არის გაუმჯობესება და არის სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების წინა დასკვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ეტაპზე, მათ შორის, ერთ-ერთი, რაც არის უკვე გათვალისწინებული არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა მოსამართლეების დანიშვნის საკითხის შესახებაც და აღნიშნა, რომ საკითხს მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება.

„რაც შეეხება რიგითი მოსამართლეების დანიშვნის საკითხს, ჩვენ კომისიაზე, პრინციპში, ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს უნდა ხდებოდეს ღია წესით. ღია წესით იყო 2012 წლამდე, იყო ბევრი შენიშვნა ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, 2013 წელს შეიცვალა და გახდა დახურული. ამიტომ, ისევ გახსნას მგონი ცოტა უფრო მეტი მსჯელობა და დასაბუთება სჭირდება. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რატომაც ამ საკითხზე ითქვა უარი საბოლოო კენჭისყრაზე. ვნახოთ, რას გვეტყვის ვენეციის კომისია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი დააკავა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის აზრით, ის, რაც თვითმმართველ ქალაქებთან მიმართებაში ხდება, სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას აფერხებს