ეს არის პირველ რიგში ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, პირველ რიგში ირაკლი კობახიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს არაეფექტური და დამაზიანებელი საქმიანობის შედეგი

ძალიან შეშფოთებული ვარ, არა კონკრეტულად ახლადარჩეული პრეზიდენტის სვე-ბედზე, არამედ ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით რაც ხდება იმაზე. ინაუგურაციაზე ჩამსოსვლელთა სია არის დიაგნოზი – და სურს ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ ფორმალურ ლიდერს, სახელმწიფოს იმიჯის დამაზიაენებელ უმთავრეს თანამდებობის პირს თუ არა, უნდა მიხვდეს, რომ ამ ყველაფერში მისი პიროვნული და პოლიტიკური ბრალეულობა არის ყველაზე დიდი. ამას უნდა მიხვდნენ ქართული ოცნების ის წევრები, რომელთათვის მხოლოდ ქვეყანა კი არა, ამავდროულად სახელმწიფოც არის მნიშვნელოვანი. ეს სია ადასტურებს, რომ ბატონი ზალკალიანი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი არის აბსოლუტურად არაფექტური.

აქვე, პირველ რიგში მადლობა უნდა ვუთხრათ სომხეთს, რომელიც პრეზიდენტით იქნება წარმოდგენილი, და იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე დაგვდეს პატივი. მაგრამ ყველაზე მეტად მაკვირვებს – ქვეყნის პრეზიდენტი გახდა საფრანგეთის ყოფილი მოქალაქე და დიპლომატი – ამ მეგობარმა ქვეყანამ საგარეო საქმეთა მინისტრიც კი ვერ გაიმეტა საქართველოში მოსავლინებლად? სარკოზი ვინ არის? ის ხომ არა, ვისაც მართალია მნიშვნელოვანი წვლილი აქვს 12 აგვისტოს ხელშეკრულების გაფორმებაში, მაგრამ ეს ხელშეკრულება თავზე გადაახია მოგვიანებით რუსეთმა? ის პოლიტიკოსი, ხომ არა, რომელმაც მაქსიმალურად მოასწრო საკუთარი პერსონის დისკრედიტირება? და ის ყოფილები, ასევე ისინი ხომ არ არიან ძალუმად რომ გვბლოკავდნენ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში? იმ ფონზე, რომ სულ რამოდენიმე ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი, ამ სახელმწიფოს არც ერთი ოფიციალური პირი ინაუგურუაციას რომ არ ესწრება, უხერხულობა არავის ექმნება? სტრატეგიულმა პარტნიორმა – აშშ-მა ერთი კონგრესმენი ვერ გამოათავისუფლა საქმეებისგან? ლუკაშენკოც ვერ დაარწმუნეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოეშვა? ერთი ქალი პრეზიდენტი ვერ მოიძებნა მსოფლიოში ნიშნად რომ ჩამოგეყვანათ ქალბატონი ახალარჩეული პრეზიდენტის სოლიდარობის გამოსახატავად? და მაინც, მადლობა ყველა სახელმეწიფოს და ყველა სტუმარს.

მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს ყველაფერი არის პირველ რიგში ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, პირველ რიგში ირაკლი კობახიძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს არაეფექტური და დამაზიანებელი საქმიანობის შედეგი.
ცალკე საკითხია, თუ ეს პოლიტიკური დემარშია ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო უარესადაა საქმე-წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

 

საგარეო უწყება სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ პარტნიორთა სიას აქვეყნებს

 

banner
წინა სტატიაში,,ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებისა და ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი იქნება”
შემდეგი სტატიასაქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა