,,არის მხოლოდ არყის მილიარდი ბოთლი, რომელსაც სვამენ არსებები”–რუსი ჟურნალისტი რუს ხალხზე

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი თავის სამშობლოზე და მის მომავალზე საუბრობს. ,,თაიმერი” მისი ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ:

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანას (რუსეთს) საუკუნე ნახევარი ჰქონდა აკვიატებული სხვადასხვა იმპერიული იდეები, მუდმივად აბოდებდა განდიდების მანიით, ძალადობით და დასმენებით. ამიტომ ძალიან ცუდია ე.წ. ხალხზე ლაპარაკი. უნდა შევწყვითოთ ამ სიტყვის ხმარება მაღალი მნიშვნელობით. არის მხოლოდ არყის მილიარდი ბოთლი, რომელსაც სვამს არსებები, რომლებსაც ხალხი ქვია. ეს არსებები უზრუნველყოფენ სერიალის „სახლი-2“ არნახულ რეიტინგებს. ამ არსებებს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არ გადაუშლიათ არც ერთი წიგნი და არ იციან, რისთვის მიიღო ეინშტეინმა ნობელის პრემია.
ჩვენ ვლაპარაკობთ ე.წ. „რუსული გაზაფხულის“ და „რუსული სამყაროს“ სრულ და უპირობო დამარცხებაზე უკრაინაში. ცხადი გახდა, რომ ამ ჰეროიკული ეპოსის დასასრული ისეთი არ არის, როგორსაც დასაწყისში ველოდით. ამიტომ, მიაგდო რა სათამაშო, რომელსაც დონბასი ქვია, რუსული საზოგადოება გადაერთო სირიაზე. მათ ხომ ძალიან მოსწონთ ვიღაცის დაბომბვა. მათთვის ეს არის ნაციონალური სრულყოფილების მიმანიშნებელი. მათი აზრით, ზუსტად ამაშია დერჟავის დიდება. ვინმეს დაბომბვა და ნაწლავების დახვევა მუხლუხებზე. არც მეცნიერება, არც წიგნის გამოცემა, არც კულტურა, არამედ იმის შეგნება, რომ ჩვენ ვიღაცას ისევ ვბომბავთ.
ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, მაგრამ შეგვიძლია დავინახოთ ვექტორები, და გვესმის, რამდენად საშინელია ისინი. არის საშიშროება, რომ საცოდავი რუსეთი სანაგვედ გადაიქცეს. ბინძურ, დაცლილ, ბანდიტური გადასახადებისგან და უტიფრობისგან განადგურებულ სანაგვედ. არ უნდა ავუაროთ გვერდი ადამიანებს სახელმწიფო დუმიდან. ესენი ნამდვილი მავნებლები არიან. ერთი დღეც არ შეუძლიათ იცხოვრონ ისე, რომ არ ავნონ, არ ამოჩიჩქნონ თავიანთი გონებიდან სისაძაგლე და არ ეცადონ მის დანერგვას. ისედაც მძიმე ცხოვრებაა, და ეს უსარგებლო წიაღისეულები მთელი ძალით ცდილობენ კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადონ.
აქ მზად არიან თვიანთი კეთილდღეობა, ბავშვების მომავალი, მათი განათლება და შესაძლებლობა, დაინახონ მსოფლიო, ყველაფერი გადაიხადონ დიდების ილუზიაში და იმპერიულ იდეაში. აქ ზეიმობენ, როცა ტრაქტორებით ჭყლეტენ ყველს, საჯაროდ სძულთ ის, რაც მათ ცივილიზაციამ მისცა. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ როცა ყველაფერი ბოლო წერტილამდე მივა, არავინ არ გვაჩუქებს ბუშის ბარკალს და არც ქვეყანას ამოათრევს ნანგრევებიდან, რადგან ყველანი დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან საქმის დაჭერა უაზრობაა”- აცხადებს რუსი ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე უკრაინის მთავარი პროკურორის პოსტზე განიხლება
შემდეგი სტატიახუნდაძე ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტის ზრდას კერძო მზღვეველებისგან შეუსრულებელ ვალდებულებებს უკავშირებს