არის მცდელობა, რომ სხვას გადააბრალოს ის შეცდომები, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია უშვებს – დავით მათიკაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადება, რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ შავი PR კამპანია მიმდინარეობს, პარლამენტის წევრებმა შეაფასეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას სურს ის სკანდალი გადაფაროს, რაც შეწყალებების საქმეებმა გამოიწვია.

„შეთქმულების თეორიას ჰგავს, რომელსაც სპეციალურად ავითარებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რას ჰქვია არ მიაწოდეს. ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას თავად უნდა მოეთხოვა და შეეგროვებინა ყველა დოკუმენტი, ყველა ცნობა, ვისაც პრეზიდენტი იწყალებს. აქ არის მცდელობა, რომ სხვას გადააბრალოს ის პრობლემები და შეცდომები, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია უშვებს,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითვითონ თუ სჯერა ამ ბოდვის, რასაც ლაპარაკობს? – სერგო რატიანი გიორგი აბაშიშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატიაStarbucks-ი რასობრივი სკანდალის გამო აშშ-ში 8000 ყავახანას დახურავს