“არის მცდელობა, ეს ვეტო იქნას წარმოჩენილი, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება” – გიორგი მარგველაშვილი

https://youtu.be/8mpu03dmeB8

პრეზიდენტის შეფასებით, არის მცდელობა ვეტო პოლიტიკურ დაპირისპირებად წარმოაჩინონ, თუმცა მისი თქმით, ის ყოველთვის შეასრულებს თავის მოვალეობას.

პარლამენტმა ე.წ. ფარულ მოსმენებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოტივირებული შენიშვნები არ გაიზირა. ქართულმა ოცნებამ 93 ხმით მხარი კანონის პირვანდელ ვარიანტს დაუჭირა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სააგენტო, რომელიც ფარულ მიყურადებას განახორციელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაექვემდებარება.

“არის მცდელობა, ეს ვეტო იქნას წარმოჩენილი, როგორც პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ მე არ დავიღლები ჩემი მოვალეობის შესრულებაში. გარკვეული დეპუტატთა ჯგუფისთვის ქართულ ოცნებაში რა თქმა უნდა, ეს მოსახერხებელია, იმისთვის, რომ გადაიფაროს არსებული პრობლემები, რომ ეკონომიკა ისე კარგად ვერ ვითარდება, რომ პრობლემები არის დასაქმების თვალსაზრისით. შეურაცხმყოფელი ეპითეტები იმისთვის არის, რომ რაღაცნაირად ჩაგვრთონ ჩვენ აი ამ რაღაც შოუში, სადაც ერთმანეთს ვლანძღავთ და ამ ლანძღვის ფონზე გადაიფარება მთავარი პრობლემატიკა, მაგრამ არ ჩავერთვები,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციოში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტიელბას გაასაჩივრებენ
შემდეგი სტატიაანტიკორუფციული ვითარება – IDFI-ს რეკომენდაციები ხელისუფლებას