არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში – სერგეენკომ დეკანოზი მამალაძე მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა მსჯავრდებული დეკანოზი მოინახულა. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, ის ასევე გაესაუბრა მსჯავრდებული სასულიერო პირის მკურნალ ექიმს.

„მე მქონდა შეხვედრა, როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სპეციალისტებთან და ვინახულე პაციენტი. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ის არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში. რაც შეეხება მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმას, ჩაუტარდა კვლევა, უახლოეს საათებში იქნება საბოლოოდ ამ კვლევის შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტყილების მიღება. ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტის მკურნალობის ადგილს რაც შეეხება, ნებისმიერმა უნდა მიიღოს საუკეთესო სერვისი და მკურნალობა. რაც შეეხება იმას, თუ სად ჯობია მისი მკურნალობა, დღეს უახლოესი საათების განმავლობაში იქნება ამაზე გადაწყვეტილების მიღება. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი : ვისურვებდი, მამუკა ხაზარაძეს დაეკონკრეტებინა, ვინ არიან ის ძალები, რომლებიც პროგრესს ხელს უშლიან
შემდეგი სტატია„წესიერად, ხმას დაუწიე“ – დაპირისიპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე