”არის იდეა” – გაუქმდეს პრეზიდნეტის ინსტიტუტი, მაჟორიტარული არჩევები, სუს-ი და სამინისტროები – რა უნდა ქადაგიძეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში სახელმწიფო მმართველობის მოწყობის საკუთარ მოსაზრებებზე წერს:

“მხოლოდ კრიტიკა ადვლიაო. ჰოდა არაფერი ახალი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ აგერ ფბ მეგობრებისთვის ჩემ მოკრძალებულ აზრს თუ რას გავაკეთებდი:

• გავაერთიანებდი უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოს. უპრეცენდენტო საჯაროობით ავირჩევდი ახალ მოსამართლეებს სამივე პალატაში (სულ 15 მოსამართლეზეა საუბარი), ამითი რეალურად დაიწყებოდა სასამართლო რეფორმა
• თავიდან არის დასაწერი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსები. იდეოლოგიურ საფუძვლად დავუდებდი ინგლისურ სამართალს
• შევამცირებდი სამინისტროებს 8-10 მდე
• გავაუქმებდი გუბერნატორების, ფინანსური პოლიციის და სუს-ის ინსტიტუტებს
• რეალურ ფინანსურ დეცენტრალიზაციასთან ერთად არჩევითს გავხდიდი ყველა გამგებლის და მერის პოზიციას. ასევე არჩევითს გავხდიდი სამხარეო პროკურორის თანამდებობას
• თბილისს დავყოფდი მუნიციპალიტეტებად და აქაც არჩევითს გავხდიდი გამგებლებს. გაუგებარია 300,000-იან გლდანს რატომ არ უნდა ჰყავდეს არჩევითი მმართველი როდესაც 6 ჯერ პატარა უამრავ რაიონს ჰყავს.
• გავაუქმებდი პარლამენტის მაჟორიტარულ სისტემას და პრეზიდენტის ინსტიტუტს
• სასკოლო განათლება იქნებოდა მთავარი პრიორიტეტი. დარწმუნებული ვარ არაფერი გამოგვივა ქვეყანაში სადაც 15 წლის მოზარდებს მათემატიკას, წაკითხულის გააზრებას და ინგლისურს ვერ ვასწავლით საშუალო ევროპული ხარისხითაც კი

კიდევ არის იდეები მაგრამ სხვა დროს ” წერს ქადაგიძე.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო”: მთავრობასა და ბიზნესს შორის დავების ლიბერალიზაცია დასაქმებას გაზრდის
შემდეგი სტატიაანა დოლიძე დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს