„არის დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტები”

საქართველოს იუსტიციის მინისტრი და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, ბაღებში შედგენილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებისადა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ბაღების დირექტორების შესაძლო მონაწილეობის საკითხს ეხმაურება. წულუკიანმა საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართა გაეცნონ კანონს და დაიცვან ის:

„მოვუწოდებ თითოეულ მასწავლებელს, თითოეული რესურსს ცენტრის ხელმძღვანელს და თითოეული ბაგა ბაღის მასწავლებელს, რომ ჩახედონინსტრუქციებს, ჩახედონ კანონს და იცოდნენ, რომ ისინი არიან ნეიტრალური პირები, ისინი თავიანთ პოზიციას გამოხატავენ პირველ რიგში საარჩევნო ურნასთან ფარულად და რომ მათ ეკრძალებათ პოლიტიკური სიმბოლოების შეტანა სკოლებში, სიების შეგროვება და ა.შ,“ – აცხადებს თეა წულუკიანი.

წულუკიანი დმანისის მუნიციპალიტეტში, „ქართლი ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის პირობის ჩამორთმევისა და ყურანზე დაფიცების შესაძლო ფაქტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაქტს სამართალდამცავები გამოიძიებენ.

„არის დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტები, მოვისმინეთ „ქართული ოცნებისგან“ ინფორმაცია, რომ მათ უმკაცრესი დირექტივები გასცეს თავიანთ აქტივზე, რომ თუ ამგვარი რამ იყო მომხდარი და ამას უკვე სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ, მომავალში ყველამ თავი უნდა შეიკავოს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“ხვალ 2 საათზე გელოდებით თბილისის საკრებულოსთან” – ენმ ივანიშვილისთვის მიწების გადაცემას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს
შემდეგი სტატიაპროკურატურა საარჩევნო კამპანიაში ბაღების თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზე, გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს-ნატროშვილი