“არის ჩაყრილი ცარიელი კონვერტები, ბიულეტინები” – ბურჯანაძის პარტია არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს აყენებს

საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები – დემოკრატიული მოძრაობა კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.

ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს აყენებენ. პარტიის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგლა ბარამიძემ დღეს, საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მან დოკუმენტები და შემაჯამებელი ოქმები წარადგინა, რომლითაც, მისი თქმით, არჩევნების გაყალბება დასტურდება.

გიგლა ბარამიძის განცხადებით, ბიულეტინების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობას აღემატებოდა. დემოკრატიული მოძრაობა ამის გამო, ცესკოს ხმების ხელმეორედ გადათვლას და შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას სთხოვს.

„არის უამრავი ფაქტი, რომ არის მცდელობა ოქმების გაყალბების ან არასწორად არის დათვლილი, არის ჩაყრილი ცარიელი კონვერტები, ბიულეტინები,“- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: „დიდი ძალაუფლების მქონე ავტორიტარული ხელისუფლება ყოველთვის აბეჩავებს ხალხს!“
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: დავით თარხან-მოურავმა აჭარის უმაღლეს საბჭოში თავისი ადგილი ზაზა ოქუაშვილს დაუთმო