არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგმანტას პავილიონისი ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყდეს საქმეები სასამართლოში და დაიწყოს დიალოგი.

მისი თქმით, მხოლოდ ასე შეძლებს საქართველო, გაიმეოროს ლიეტუვის გზა და გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი.

ჟიგმანტას პავილიონისი ამბობს, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა.

“არის არჩევანი: საქართველო ან წავა ლიეტუვის გზით, ან სხვა გზით.

თუ იქნება ლიეტუვის გზა, მე ვხედავ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.

მაგრამ, როცა ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში წევრიანდებოდა, მარჯვენა და მარცხენა ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია არავინ [ოპონენტი].

მაგრამ თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ გაგრძელდება მუქარის გზა, საქართველოს შანსები შემცირდება.

ნატოსა და ევროკავშირში მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. თქვენი არჩევანია, გინდათ, რომ იყოთ ლიდერები თუ გინდათ, იყოთ სხვადასხვა საშინაო და საგარეო დარტყმების მსხვერპლები.

თქვენ დარჩებით სხვა ძალების წინაშე, რომელიც თქვენ დაგშლით. ერთხელ უკვე დაიტანჯეთ ომით. მართლა გინდათ შენარჩუნდეს სტატუს კვო, რომელიც არაფერთან მიგიყვანთ? იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და ნატოს, ან კვდები. სხვა ალტერნატივა არ გაქვთ. ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ პოლიტიკური საქმეები სასამართლოში, რომელიც პროცესს ხელს არ უწყობს და დაიწყეთ ხიდების აგება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმედი მაქვს, ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება”. – თქვა პავილიონისმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ორზე ცოტა მეტი სიტყვა გახარიას ლაიქებსა და დისლაიქებზე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: განცხადებებს დიპლომატიური ენა აქვს ხოლმე და ზოგი არის კიდევ უფრო მკაფიო, ვიდრე სხვა