არიელ კოენი : საქართველო ამერიკის საკვანძო მოკავშირეა

საქართველო სამეზობლოში ყველაზე პროდასავლური, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე რეფორმირებული სახელმწიფოა.

ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, არიელ კოენიმ “მერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა.

“ახლახან პრეზიდენტების – პუტინის, ალიევის და როჰანის – შეხვედრის მოწმე გავხდით. რუსეთი აშკარად ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონებს საკუთარი ბეჭედი კიდევ ერთხელ დაასვას… გვაქვს უზარმაზარი დესტაბილიზაცია თურქეთში… ეს ყოველივე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და მითუმეტეს საქართველოს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან საქართველო სამეზობლოში ყველაზე პროდასავლური, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე რეფორმირებული სახელმწიფოა.

ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გამოკვეთილი მიზანი აქვს, იმის მიუხედავად, თუ რა უნდა რუსეთს, ირანს და ზოგი იტყოდა, თურქეთსაც. ასე რომ, საქართველო ისტორიულად და გეოპოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია… ვაშინგტონში თითქმის 25 წელია ვიმყოფები და მაშფოთებს ის, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსებს, კონგრესის თანამშრომლებს, ახალგაზრდა დიპლომატებს და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატსაც საქართველო და მისი მნიშვნელობა, შესაძლოა ბოლომდე კარგად არ ესმოდეთ” – განაცხადა კოენიმ “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი : ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგრო პროდუქტები ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფით შევა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – ჩვენ ვამართლებთ ჩვენს რეპუტაციას, როგორც რეგიონში წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა