ღარიბაშვილი – ვნახეთ, როგორ სცადეს, ეს ტრაგედია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოეყენებინათ

რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით დასჯილი.

„ჩვენ ვნახეთ ყველამ, რომ სცადეს გამოეყენებინათ ამ ადამიანის ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება აბსოლუტურად მთელი სიმკაცრით დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ აღნიშნული პირის ცემის საქმეში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი.

„მე კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. ჩვენ ვგმობთ, ყოველთვის დავგმობთ და ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს სახელმწიფოში.

რაც შეეხება, ზოგადად, ჩემს მიერ გაკეთებულ რეაგირებას – მეორე დილითვე, მე, რა თქმა უნდა, დავგმე აღნიშნული ფაქტი. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული წარმოუდგენელი ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს არის წარმოუდგენელი ფაქტი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვგმობთ. პოლიციამ მყისიერად, მეორე დღესვე მოახდინა ამის თაობაზე რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატია“ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტი, რათა არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი”