არიან თუ არა ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ფსიქოპათები

არიან თუ არა ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ფსიქოპათებიპარასკევს ექსტრემისტებმა პარიზში 129 ადამიანი მოკლეს და ასობით დაჭრეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ყველაზე საშინელი მკვლელობები საკონცერტო დარბაზ “ბატაკლანში” მოხდა, სადაც ავტომატებით შეიარაღებული სამი ექსტრემისტი პირდაპირ ესროდა ხალხს, შემდეგ კი, მეთოდურად, იატაკზე მწოლიარეებს ხვრეტდა.
აშშ-ს გენერალურმა მდივანმა ჯონ კერმა ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებს “საშინელი ფსიქოპათები” უწოდა.
რა არის ფსიქოპათია და არიან თუ არა მკვლელები ფსიქოპათები?

ლექსიკონები ფსიქოპათს უწოდებენ ადამიანს, რომელებიც ქრონიკული ფსიქოლოგიური აშლილობით არიან დაავადებულები, რომლის სიმპტომებია ძალადობისაკენ მიდრეკილება სხვა ადამიანებთან მიმართებაში.
მათი დამახასიათებელი თვისებაა არაგულწრფელობა, უპასუხისმგებლობა, ეჭვი, იმპულსურობა და ეგოიზმი, ემპათია, დანაშაულის გრძნობა ან უხერხულობა. მათ ასევე ფრუსტრაციის დაბალი ზღვარი აქვთ და ადვილად თანხმდებიან ძალადობებს.

ექსტრემისტემა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პარიზის თავდასხმებში, უკიდურესი ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს, მაგრამ შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ისლამური სახელმწიფოს ყველა ბოევიკი ფსიქოპათია? არის თუ არა შესაძლებელი მონაწილეობა მიიღო მასობრივ ძალადობრივ მოქმედებებში და ამავე დროს არ იყო ფსიქოპათი? ეს შეკითხვები “ბიბისიმ” ფსიქოპათოლოგიის განვითარების ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის პროფესორ ასსი ვიდინგს დაუსვა.

არიან თუ არა ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ფსიქოპათები

ბიბისი: შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ ყველა მასობრივი მკვლელი ფსიქოპათია?
პროფესორი ვიდინგი: ჩვენ ეს დარწმუნებით არ ვიცით – ამ საკითხზე ძალიან ბევრი სამეცნიერო მონაცემი არსებობს, მსგავსი მკვლელები არასდროს გამოკვლეულა ფსიქოპათიურად არსებული მეთოდების გამოყენებით, რომელიც ახლა შესაბამისი დასკვნების გაკეთებაში დაგვეხმარებოდა.
ბიბისი: არის თუ არა შესაძლებელი ნორმალურმა ადამიანმა ისეთი მოქმედებები ჩაიდინოს, როგორიც პარიზში ექსტრემისტებმა და ამავე დროს არ იყოს ფსიქოპათი?
პროფესორი ვიდინგი: დიახ. ასეთი ადამიანები გარკვეულ იდეოლოგიას იზიარებენ და იმათ, ვინც ამას არ ეთანხმება, მათთვის არასასურველ არსებებად მიიჩნევენ. ასეთი გულგატეხილობა მათ აიძულებს, მსხვერპლისადმი ყველანაირი ლმობიერების დაკარგვას. ამასთანავე, ისინი საკუთარი საქმის ერთგულები არიან, ერთგულობენ საკუთარ მეგობრებს და თანამოაზრეებს. ეს თვისებები ფსიქოპათიით დაავადებულებს არ ახასიათებთ, რომლებიც ძალიან იშვიათად არიან იდეოლოგიურად რაიმესკენ მიდრეკილები ერთიანი მიზნისკენ. ისევე, როგორც სხვა მრავალი შემთხვევისას, ზოგიერთ ექსტრემისტს გარკვეული ცალკეული ფსიქოპათიური თვისებები შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ თითქმის დაუჯერებელია, რომ ყველა მათგანი შესაძლებელია ფსიქოპათიით იყოს დაავადებული. ფსიქოპათების ჯგუფი ვერ შეძლებდა მიზანმიმართულ მოქმედებებს ერთიანი მიზნისკენ, რადგანაც, ფსიქოპათი პირები, როგორც წესი, იშვიათად ექვემდებარებიან კონტროლს.
ბიბისი: ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუკი ვიღაცა ძალადობრივ ქმედებას ანხორციელებს გულწრფელი რწმენის, იდეოლოგიის ან მოვალეობის მოხდის გამო, ის არ არის ფსიქოპათი?
პროფესორი ვიდინგი: არ შეიძლება გამოვრიცხოთ ის, რომ ზოგიერთ ასეთ ადამიანს შესაძლებელია გააჩნდეს ფსიქოპათიური ნიშნები, მაგრამ მათი უმეტესობა, როგორც ჩანს არ არის ფსიქოპათი. მათ შეუძლიათ სისასტიკეები ჩაიდინონ იმიტომ, რომ საკუთარ თავში სრულ დეჰუმანიზაციას მიაღწიეს ან საკუთარ მსხვერპლს არ მიიჩნევენ ადამიანად, რაც საბოლოო ჯამში მათში თანაგრძნობას და ემპათიას არ იწვევს.
ბიბისი: ასეთ შემთხვევაში, არის თუ არა შესაძლებელი, რომ სამხედროები, რომლებიც ასევე კლავენ ადამიანებს, იყვნენ ფსიქოპათები?

პროფესორი ვიდინგი: ასეთი დამოკიდებულება სრულიად არაკონსტრუქტიული იქნება. სამხედრო მოსამსახურეები, ეს ის ხალხია, რომლებსაც გააჩნიათ ახლობლები და ნათესავები და შეუძლიათ საკუთარი მოვალეობა შეასრულონ მათთან მიმართებაში. სამხედრო მოსამსახურეები სამოქალაქო ვალდებულებას იხდიან საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ისინი სპეციალურ მომზადებას გადიან, რომლის ნაწილია სხვა ადამიანისადმი გამოჩენილი ბუნებრივი გრძნობების დახშობა, მაგრამ ამასთანავე, ცნობილია, რომ ჯარისკაცებს პოსტტრავმული გაღიზიანებები აწუხებთ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის შემდეგ, რადგანაც მათ ღრმად განიცადეს ის ტრავმა, რომელიც ომის დროს გადაიტანეს. ომი მათ ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია ფსიქოპათიით დაავადებისას.

ბიბისი: როგორ ჩნდება ფსიქოპათია? მოქმედებს თუ არა გენეტიკა თუ ეს ტვინის ტრავმის ან გარემო პირობების პროდუქტია?

პროფესორი ვიდინგი: არსებობს დამამტკიცებელი მონაცემები იმის შესახებ, რომ ზოგჯერ ადამიანებს ფსიქოპათიის გენეტიკური ფონი აქვთ, მაგრამ ამასთანავე ცხადია, რომ გენები ადამიანში ყველაფერს ვერ განსაზღვრავს. გენეტიკური და სოციალური ფაქტორების ერთობლიობამ, შესაძლებელია, ფსიქოპათიის რისკი გაზარდოს. ფსიქოპათიით დაავადება ტვინის ტრავმით არ ხდება, არამედ, ადამიანის ემოციური აღქმაა დაქვეითებული. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სხვა ადამიანის ტანჯვის აღქმა ჩახშობილია, რაც, ალბათ, მათ თანაგრძნობის არ არსებობას უყალიბებს.
ბიბისი: არიან თუ არა ფსიქოპათები მკვლელობებისკენ მიდრეკილი? არიან თუ არა საშიში ადამიანები, რომლებიც ფსიქოპათიის ტიპიური თვისებებით ხასიათდებიან?

პროფესორი ვიდინგი: არა, ყველა ფსიქოპათი არ არის მკვლელობისკენ მიდრეკილი. მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველანი პოტენციური მკვლელები ვართ, თუმცა, ბევრი ჩვენთაგანისთვის მსგავსი მოქმედება, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. მაგრამ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ფსიქოპათიით დაავადებულები მეტად არიან მიდრეკილები მკვლელობებისკენ, ვიდრე სხვა მოსახლეობა. ადამიანები, რომლებსაც ფსიქოპათიის ტიპიური ხასიათი აქვთ, უფრო საშიში არიან, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ყველა ვინც ნარცისიზმით ან უგულობით ხასიათდება, მკვლელია.

თვისებები, რომელიც ფსიქოპათს ახასიათებს:
რობერტ ჰაირის და სხვათა მიერ ჩამოყალიბებული ფსიქოპათების კრიტერიუმები:

უგულობა: ფსიქოპათები გამოირჩევიან სხვა ადამიანისადმი გულგრილი დამოკიდებულებით.
ემოციური სფეროს განუვითარებლობა: საერთო არაემოციურობა. განსაკუთრებით დანაშაულის შეგრძნების, სირცხვილის და უხერხულობის მიმართ.
უპასუხისმგებლობა: სხვა ადამიანების დადანაშაულება საკუთარ წარუმატებლობაზე.
არაგულწრფელობა.
თვითდაჯერებულობა: უკიდურესად განვითარებული თვითდაჯერებულობა.
იმპულსურობა: საკუთარი მოქმედებების არარეგულირება.
ეგოიზმი: ეგოცენტრიზმი და სხვა ადამიანის სიყვარულის შეუძლებლობა.
მომავლის განჭვრეტის შეუძლებლობა: მიზნებისადმი უდარდელი დამოკიდებულება.
ძალადობისკენ მიდრეკილება: აგრესიისა და ფრუსტრაციისადმი უდარდელი დამოკიდებულება.

მომზადებულია ბიბისი მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატები დაასახელა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია ხელისუფლებას მიმართავს