არიან იმედგაცრუებულები და დაღლილიც კი საქართველოში მუდმივი პოლიტიკური კრიზისით – ლომჯარიამ აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა

სახალხო დამცველმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 1 კვირის განმავლობაში მას შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, წარმომადგენლობით პალატასა და სენატში ჰქონდა.

ყველა დონის შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილეს, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე. საუბარი შეეხო, ასევე, ოკუპაციასაც.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან წუხილი გამოითქვა ოკუპანტისა და ხელისუფლების საერთო რიტორიკაზე. მისივე თქმით, ყურადღება მედიის დამოუკიდებლობას და 5 ივლისის მოვლენებსაც დაეთმო, რომლის ორგანიზატორებიც ამ დრომდე დაუსჯელები არიან.

“განსაკუთრებული ინტერესი არის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე, არის წუხილები რუსული გავლენების გაძლიერებაზე, ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე და იმაზე, რომ გარკვეულ შემთხვევებში სახელისუფლებო მესიჯები და ამ ადამიანების რიტორიკა ძალიან მსგავსია…

ყველაგან იგრძნობა, რომ ისინი არიან ცოტა იმედგაცრუებულები და გარკვეულწილად დაღლილიც კი საქართველოში მუდმივი პოლიტიკური კრიზისით და როგორც ისინი ამბობენ იმით, რომ კონკრეტული შემოთავაზებები საქართველოდან არ ისმის”,- ამბობს ნინო ლომჯარია.

წინა სტატიაშიმეუფე იაკობი – მთელი მსოფლიო არეულია და ნუ გიკვირთ, რომ ჩვენთანაც არეულები დადიან აქეთ-იქეთ, შეიძლება მეც ვიყო მათ შორის ერთ-ერთი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი FIBA-ს ევროპის პრეზიდენტს შეხვდა