არიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ – სერგი კაპანაძე ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ სხდომის დაწყების წინ შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან არსებულ კითხვებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კომისიის მუშაობის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა და ეს დაგროვილი კითხვები დაისმება გიორგი გახარიასთან და ირაკლი შოთაძესთან.

კაპანაძე ამბობს, რომ კითხვები ეხება მათ შორის პროკურატურასა და შს სამინისტროში მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს.

„არიან ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ იმაზე, რაც მოხდა და რაც ხდება ხორავას საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ორი უწყების პასუხისმგებლობა და შეუძლებელია, რომ ისე ჩაიაროს ამ ამბები, რომ არავინ არ აგოს პასუხი. როგორი ტიპის პასუხისგებაზეა საუბარია, ამაზე მოგვიანებით გვექნება საუბარი, მათ შორის ჩვენი დასკვნების გამოქვეყნების დროს,”-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი“ – შოთაძე პარლამენტში მივიდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : მირზა სუბელიანს მომხდარი ფაქტის დროს არ ვიცნობდი, მხოლოდ ახალი გამოყოფილი საქმის პირობებში მქონდა მასთან კონტაქტი