არგენტინის ნაკრებმა მესთან ერთად ჟურნალისტებს ბოიკოტი გამოუცხადა

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის მოთამაშეები ჟურნალისტებთან ურთიერთობას ბოიკოტს უცხადებენ – არგენტინის საფეხბურთო ნაკრების “ტვიტერ” გვერდზე დევს.
მესმა გუნდის გადაწყვეტილება კოლუმბიის გუნდთან თამაშის (3;0) შემდეგ გამოაცხადა, რომელიც 2018 წლის ჩემპიონატის ჩვეულებრივი ტურნირის ფარგლებში ჩატარდა. ფეხბურთელების უკმაყოფილება “რადიო მიტრეს” ჟურნალისტის გაბრიელ ანიელოს განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი კოლუმბიელებთან თამაშამდე მარიხუანას ეწეოდა. ფეხბურთელმა ბრალდება უარყო.
“უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ბევრჯერ შევეჯახეთ ჟურნალისტების კრიტიკას ლავესის მისამართით – ეს კი უკვე ზედმეტია. ჟურნალისტთა უმეტესობა არასდროს იკადრებს ღიად გამოხატონ უპატივცემულობა. ჩვენ შეგიძლიათ გაგგაკრიტიკოთ მატჩის შემდეგ, წაგებული ან მოგებული თამაშის შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფეხბურთელის პირად ცხოვრებას ეხებიან. თუკი ჩვენ ამას ახლა არ შევაჩერებთ, ამას ბოლო არ ექნება” – განაცხადა მესიმ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ნარჩემაშვილი მილიციელია თავის არსით და წარსულით
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება რიჩარდ მაილსის შესახებ არასწორია