არგენტინელებმა გადამწყვეტი მატჩის წინ მწვრთნელზე უარი თქვეს

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი და ნახევარმცველი ჰავიერ მასკერანო შეკრებენ გუნდს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სათამაშოდ – Daily Mail-ი წერს. გამოცემა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონის რიკარდო ჯუსტის სიტყვებს ციტირებს, რომელიც არგენტინის ნაკრების მენეჯერს ესაუბრა და განაცხადა, რომ მწვრთნელი ხორხე სამპაოლი არ მიიღებს გუნდის ფორმირებაში მონაწილეობას. გუნდს ფეხბურთელები შეარჩევენ, გადამწყვეტი სიტყვა კი მესისა და მასკერანოზე იქნება.
არგენტინა ნიგერიის ნაკრებს 26 ივნისს ხვდება. აფრიკული გუნდის აქტივში სამი ქულაა. არგენტინამ პლეი-ოფზე გასასვლელად მოწინააღმდეგე უნდა დაამარცხოს.

banner
წინა სტატიაში,,პრემიერმა მთავრობის სტრუქტურულ დაყოფაზე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციებისას განსხვავებული მოსაზრებებიც გაითვალისწინა”
შემდეგი სტატიათურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურ გამარჯვებულად გამოაცხადა