არგენტინაში ზიკას ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

არგენტინაში ზიკას ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. საშიში ინფექციური დაავადება ბუენოს აირესში მცხოვრებ 23 წლის ქალს აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, ის კოლუმბიაში ყოფნის დროს დაინფიცირდა.

ზიკას ვირუსი ლათინური ამერიკის ქვეყნებში აფრიკიდან გავრცელდა. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ბრაზილიაშია გამოვლენილი.

ამერიკელი მეცნიერების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, რადგან ზიკას ვირუსმა შესაძლოა, პანდემიის სახე მიიღოს.

ვირუსი კოღოს ნაკბენით ვრცელდება და განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, ვინაიდან ის ბავშვებში მიკროცეფალიას იწვევს. ბრაზილიაში ამ სინდრომის 4 ათასზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერიამ ხელისუფლებას და მხარდამჭერებს მოუწოდა, ნუ შეიკრიბებიან საარჩევნო უბნებთან
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი სანდრო გირგვლიანის საფლავზე მივიდა