არგენტინაში შეიარაღებულმა ბანდიტებმა მთელი ქალაქი გაძარცვეს

შეიარაღებულმა ბანდამ, არგენტინის ერთ-ერთი ქალაქი სრულიად გაქურდა. ოთხი დამნაშავე თავს დაესხა მერიას, ბანკს, საფოსტო განყოფილებებს, სასამართლოს და პოლიციის განყოფილებას – ამის შესახებ დღეს El Heraldo წერს.
შემთხევვა პროვინცია სანტა-ფეს ქალაქ ბერნარდო-დე-ირიგოიენში მოხდა, სადაც 1,8 ათასი ადამიანი ცხოვრობს. თავდამსხმელებმა ჯერ პოლიცია გაქურდეს და სამართალდამცველები განაიარაღეს, შემდეგ კი შემოიარეს ყველა ადგილი, სადაც შეიძლებოდა ფული ყოფილიყო – მოსამართლესაც კი წაართვეს საფულე.
როგორც მოსამართლემ განაცხადა, დამნაშავეების მიზანი ერთი მილიონი პესოს (65 ათასი დოლარი) ხელში ჩაგდება იყო, რომელიც საპენსიოდ უნდა დარიგებულიყო, თუმცა, მათ რა გაუმართლათ – თავდასხმის მომენტისათვის საპენსიო ფული ჯერ არ იყო მოტანილი.
ბოროტმოქმედებმა 16 ათასი დოლარის შეგროვება მაინც მოახერხეს.

banner
წინა სტატიაშირა შეემთხვა თეა ადეიშვილს-ჟურნალისტის “ფეის-პოსტი”
შემდეგი სტატიააშშ სირიაში გამანადგურებელ B-52-ს აგზავნის