არგენტინაში რუსეთის საელჩოში ნაპოვნი კოკაინი გაანადგურეს

აგრენტინაში 389 კილო კოკაინი დაწვეს, რომელიც ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩოში აღმოაჩინეს რამდენიმე თვის წინ. კოკაინის განადგურება სპეციალურ კრემატორიუმში არგენტინის უშიშროების მინისტრის პატრისია ბულრიჩის თანდასწრებით მოხდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საელჩოში თითქმის 400 კილო კოკაინი აღმოაჩინეს, არგენტინულმა მედიამ 22 თებერვალს გამოაქვეყნა. არგენტინელ სამართალდამცველებს თითქმის ერთი წელი დასჭირდათ ნარკომოვაჭრეების ქსელის გამოსაძიებლად. “კოკაინის საქმის” ფარგლებში ექვსი ადამიანი დააკავეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამთვარის ზედაპირზე ყინულის სახით წყალი აღმოაჩინეს